საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ყოფილი თავმჯდომარე, მოძრაობა "დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელი, ავტოექსპერტი შალვა ობგაიძე აცხადებს, რომ სამარშრუტო ტაქსების მფლობელთა მხრიდან თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლა ხელისუფლების უტიფარ დამოკიდებულებას ადასტურებს.
"მძღოლებთან მიმართებით დარღვეულია შრომის უფლების პრინციპი. "მე ასე მინდა", _ ასეთი მარტივია ხელისუფლების პოზიცია. ესაა ხიდჩატეხილობის გამოვლინება ხელისუფლებასა და ამომრჩეველს შორის", _აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ობგაიძე.
ავტოექსპერტი დაუშვებლად მიიჩნევს არსებული სამარშრუტო პარკის მთლიანად უარყოფას და ახალი სამარშრუტო პარკით ჩანაცვლებას. ობგაიძის აზრით, მძღოლების დევნა მათ "ბიზნესში ჩახტომას" ნიშნავს.