დღეს, 2 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას შვილის, რატი მილორავასა და ძმის, სერგო ბესელიას პროცესი განახლდება. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ. დაიკითხებიან პოლიციელები.
შეგახსენებთ, რომ ბესელიასა და მილორავას ბრალი ედებათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხულიგნობაში. საქმე ეხება 2009 წლის 19 აგვისტოს ქობულეთში კაფე-ბარ ~ელზაში~ მომხდარ ინციდენტს. სერგო ბესელიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა, მილორავას კი გირაო აქვს შეფარდებული.