მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ხელმძღვანელი ეკა ბესელია სამარშრუტო ტაქსების მფლობელებს თანადგომას უცხადებს.
"ორივე მოთხოვნას ვიზიარებ. უნდა გაუქმდეს მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი და იგი ხელახლა უნდა ჩატარდეს, რადგან მის მიმართ საყოველთაო უნდობლობაა. ამასთან, უზნეობაა, როცა სადამსჯელო ოპერაცია განახორციელეს 12 მძღოლის მიმართ და 10 მათგანი დააკავეს," _ აღნიშნა, ეკა ბესელიამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
ბესელია მიიჩნევს, რომ სამარშრუტო ტაქსების მფლობელები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულნი უნდა იყვნენ და დაანახონ ხელისუფლებას, თუ რა შეუძლიათ. თანადგომას.
"მთავარია, ისინი ამ ბრძოლაში არ დაიღალონ," _ ასეთია ბესელიას პოზიცია.