სამართალდამცველებმა ქურდული სამყაროს წევრობისთვის კანონიერი ქურდი, შაქრო კალაშოვის ნათესავი, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი რამაზ გვარამაძე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რამაზ გვარამაძე, საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი ქურდული სამყაროს წევრებთან შეთანხმებით ითხოვდა ე. წ. ფეხბურთის "მაზების"'' წილებს, ქურდული სამყაროს წევრთათვის სარგებლის მიღების მიზნით.
აღნიშნული დანაშაულისთვის ასევე დაკავებლია 38 წლის გიორგი ბუჩუკურიც.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 5-8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.