საქართველოს 14-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა "რიგის თასი" მოიპოვა.
ლატვიის დედაქალაქში გამართული ტურნირის ფინალურ მატჩში გოჩა ტყებუჩავას გუნდმა ჰოლანდიურ "ვიტესს" თერთმეტრიანებში მოუგო.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრები ბოლო წუთამდე აგებდა. ბოლო წუთზე გიორგი წულეისკირმა ანგარიში გაათანაბრა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს 14-წლამდე საფეხბურთო ნაკრებმა "რიგის თასი" ზედიზედ მეორედ მოიგო.
საქართველოს ნაკრები თბილისში ხვალ გამთენიისას დაბრუნდება.