სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის სამი სიმბოლო - ლეოპარდი, თეთრი დათვი და კურდღელი ეყოლება. გამარჯვებული 1.4 მილიონი ზარისა და სმს შეტყობინების საფუძველზე გამოვლინდა.
ოლიმპიადისთვის ერთდროულად სამი სიმბოლოს დატოვება ჟიურიმ მას შედეგ გადაწყდა, რაც აღნიშნულმა სამმა ესკიზმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ხმების უმრავლესობა მიიღო.
პირველი ადგილი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის კანდიდატმა - ლეოპარდმა ხმების 28% მოიპოვა, მეორე ადგილზე კი რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის კანდიდატი - თეთრი დათვი ხმების 18% გავიდა, მესამე ადგილი კურდღელმა დაიკავა ხმების 16%-ით.
სოჭის ზამთრის ოლიმპიადის სიმბოლოებში ერთ-ერთი ფავორიტი თოვლის პაპა ხმის მიცემის პროცედურიდან საავტორო უფლების დარღვევის გამო მოიხსნა, რადგან ის უკვე იყო რუსეთში ახლი წლის სიმბოლო.
აღსანიშნავია, რომ ფედერალური საბჭოს თავმჯდომარე სერგეი მირონოვიც მხარს, მისი პრემიერის, ვლადიმერ პუტინის კანდიდატს - ლეოპარდს უჭერდა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის თილისმად ჟიურიმ 11 პერსონაჟი ჰყავდა შერჩეული, კერძოდ კი თეთრი დათვი, ლეოპარდი, მურა დათვი, ფიფქი, მზე, სტვენია (ჩიტი), კურდღელი, დელფინი, თოვლის პაპა და მატრიოშკა.