1-ელი მარტიდან სამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულებს გრძელვადიანი პაემნებიღ სარგებლობის უფლება მიეცემათ.
"პატიმრობის კოდექსში" შესული ცვლილებების გრძელვადიანი პაემნების ამოქმედებას ვადაზე ადრე ითვალისწინებს.
პატიმარის გრძელვადიანი პაემანის ხანგრძლივობა შეადგენს არა უმეტეს 24 საათისა და მისი ღირებულება 60 ლარია, აღნიშნული თანხა კი ძირითადად მისი მიზნების გახორციელებასა და ფუნქციების შესრულებას მოხმარდება.
ხანგრძლივ პაემანთან დაკავშირებით ადმინისტრაცია წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული ორი კვირით ადრე და მათ პაემანის ორგანიზება უნდა უზრუნველყონ განცხადების შესვლის დღიდან არა უგვიანეს ორი კვირის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი ინფორმირებული უნდა იყოს 10 დღის განმავლობაში.
ხანგრძლივი პემანი არ ეძლევათ დახურული ტიპის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს, გარდა უვადოდ თავისუფლება აღკვეთილებისა, აგრეთვე იმ მსჯავრდებულებს, რომლებიც იმყოფებიან საკარანტინო რეჟიმში, დაკისრებული აქვთ დისციპლინარული სახდელი ან/და შეფარდებული აქვთ ადმინისტრაციული პატიმრობა.
ხანგრძლივი პაემანის მიცემის საკითხს წვეტს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი. ხანგძლივი პაემანის შეცვლა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით, ხანმოკლე პაემანით ან სატელეფონო საუბრით დაუშვებელია.
ამასთან, პაემანის ოთახში შექმნილი პირობები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს და არ ლახავდეს ადამიანის უფლებებს.
ხანგძლივი პაემანით სარგებლობის უფლება პატიმრებს წელიწადში 2+1 და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს 3+1 ექნებათ. მსჯავრდებულებთან პაემანის უფლებით ისარგებლებენ შვილები, ნაშვილები, მეუღლე, მშობლები, მშვილებელი, და და ძმა.
2012 წლის 1-ლი ივნისიდან საქართველოს მთავრობამ ვალდებულია არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით ქალი და არასრულწლოვანი მსჯვარდებულებისთვის პაემანების რაოდენობის საკითხს გადახედოს, ასევე განიხილოს დახურული ტიპის დაწესებულებში მყოფი პატიმრებისთვის ხანგრძლივი პემნის მიცემის უფლება.
კანონი პირველ ეტაპზე სასჯელაღსრულების სამ დაწესებულებაში - არასრულწლოვანთა #11 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ასევე რუსთავის მე-6 საპყრობილეში, სადაც სამუდამო პატიმრობა მისჯილები იმყოფებიან და რუსთავის #16 დაწესებულებაში ამოქმედდება, სადაც ამ ეტაპზე ხანგრძლივი პაემნებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა უკვე დასრულებულია. 2012 წლის 1-ლი ივნისიდან ხანგრძლივი პაემანით სხვა საპატიმროების მსჯავრდებულებიც ისარგებლებენ.