საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტან კახა კალაძეს დღეს დაბადების დღე აქვს. ის 33 წლის გახდა. კალაძე ამჟამად იტალიის სერია A-ს კლუბ "ჯენოაში" თამაშობს.
კახა კალაძე დაიბადა სამტრედიაში. მისი მამა, კარლო კალაძე, წარსულში სამტდერიის ლოკომოტივის ფეხბურთელი და ერთი პერიოდი პრეზიდენტიც იყო. 11 წლის ასაკში კახამ მშობლიური ქალაქის ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო თამაში. სამტრედიიდან კალაძე თბილისის "დინამოში" გადავიდა.
კახა კალაძე ყველა ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელია. თბილისის "დინამოში" თამაშისას (1993-97წ.წ.) კალაძემ ოთხჯერ მოიგო საქართველოს პირველობა და ეროვნული თასი. 1998 წელს კალაძე კიევის "დინამოში" გადავიდა და 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. უკრაინულ კლუბში გატარებული ორნახევარი სეზონის განმავლობაში კალაძემ სამჯერ მოიგო უკრაინის ჩემპიონისა და თასის ტიტული.
კალაძე 2001 წელს ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი გახდა. იტალიურმა საფეხბურთო გრანდმა "მილანმა" ქართველი ფეხბურთელი 16 მილიონ ევროდ იყიდა. "მილანის" შემადგენლობაში კალაძემ 2003 და 2007 წლებში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. კალაძე ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული. 2003 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი, იმავე წელს მოიგო ქვეყნის თასი, 2003 და 2004 წლებში დაეუფლა იტალიის სუპერთასს. "მილანში" კალაძემ საერთო ჯამში 194 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლი გაიატანა.
2011 წლის 31 აგვისტოდან დღემდე კახა კალაძე იტალიის ქალაქ გენუის კლუბ "ჯენოაში" თანამაშობს. "ჯენოას" შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 14-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრებში კალაძეს 75 მატჩში ერთი გოლი აქვს გატანილი.