საქართველოს ეროვნულმა რაგბის ნაკრებმა სტუმრად პორტუგალიის ეროვნული ნაკრები 13:12 დაამარცხა. ევროპის ერთა თასზე ქართველებს სამიდან სამი მოგება აქვთ და ტურნირს ერთპიროვნულად ლიდერობენ.
შეხვედრაში ერთადერთი ლელო კაჭარავამ დადო. გარდასახვა ლაშა მალაღურაძემ შეასრულა, ხოლო 2 ჯარიმა ასევე მალაღურაძემ და კვირიკაშვილმა გაიტანეს. ლელო არ დაუდიათ პორტუგალიელებს. მათ თორმეტივე ქულა ჯარიმების რეალიზაციით მოაგროვეს.
შეხვედრა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის სტადიონ "სტადიო უნივერსიტარიოზე" გაიმართა.
ევროპის ერთა თასის 2011-12 წლების გათამაშებაში პირველ ადგილს საქართველო იკავებს 14 ქულით. მეორე ადგილზეა პორტუგალია 9 ქულით. ესპანეთის ნაკრები, რომელიც თბილისში "ბორჯღალოსნებმა" 60:0 დაამარცხეს, 6 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. 4-5 ადგილებს 5-5 ქულით რუმინეთი და რუსეთი იკავებენ, ხოლო ბოლო ადგილზე 0 ქულით უკრაინაა.
შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 მარტს ითამაშებს. "ბორჯღალოსნები" რუმინეთს უმასპინძლებენ.