"საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები მხარს უჭერდნენ და დღესაც უჭერენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბებას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოკუპაციის მუზეუმში საქართველოს გასაბჭოების დღესთან დაკავშირებით კადეტთა კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
"გადავხედოთ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერთა სიას და იქ ვნახავთ ეთნიკური წარმომავლობით პოლონელებს, სომხებს, რუსებს, გერმანელებს, უკრაინელებს და სხვა ხელმომწერებს. მათი რაოდენობა შთამბეჭდავია. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები მხარს უჭერდნენ და დღესაც უჭერენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ დემოკრატიულად ჩამოყალიბებას", _ განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის მიმართვას ოკუპაციის მუზეუმში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს პირველი მთავრობის მეთაურის, ნოე ჟორდანიას შთამომავლები და იუნკერების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.