უმრავლესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სამსახურის ბედით დაინტერესდა. როგორც დღეს გამართულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, მისი კომიტეტის შენიშვნებიდან მთავრობამ დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკითხი გაითვალისწინა, თუმცა იყო მეორე შენიშვნაც რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებით, რომლის ფუნქციების გამიჯვნაც გოგორიშვილმა მეორე მოსმენაზე მოითხოვა.
"მესამე და მთავარი - ძალიან ბევრი ფუნქცია აღნიშნული ცვლილებების შემდეგ იქნება რამდენიმე უწყების ერთობლივი კომპეტენცია. ეკონომიკისა და გარემოს დაცვის რეგულაციების გამიჯვნა არის ძალიან სერიოზულად დასაკონკრეტებლი მეორე მოსმენამდე და ალბათ ამ მიმართულებით ყველა ერთად პარლამენტიც და მთავრობაც ვიმუშავებთ", - აღნიშნა გოგორიშვილმა.
დეპუტატის თქმით, აუცილებლად უნდა იყოს გაწერილი, თუ გარემოს დაცვის მხრიდან არ არის თანხმობა, მაშინ როგორ უნდა მოხდეს გადაწვეტილების მიღება.
"რეგულაციების ნაწილი მეორე მოსმენით დასახვეწია, რის შესახებ მთავრობის მხრიდან თანხმობა გვაქვს", - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.