"ახლა ასმაგად გვმართებს სიფრთხილე და მობილიზაცია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოკუპაციის მუზეუმში საქართველოს გასაბჭოების დღესთან დაკავშირებით კადეტთა კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
"ამიტომ ახლა გაცილებით ღრმად უნდა გავიაზროთ, რა იყო 25 თებერვალი და ვისწავლოთ ოკუპაციის შედეგად მიღებული გაკვეთილები. ეს გაკვეთილები აუცილებელია იმისთვის, რომ აღარასდროს მივცეთ ვინმეს საშუალება, კიდევ ერთხელ წაგვართვან თავისუფალი არჩევანი. გვქონდეს სუვერენული, დემოკრატიული, ევროპაზე ორიენტირებული, მაგრამ თავის ქმედებებში თავისუფალი სრულფასოვანი სახელმწიფო", _ განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი მიმართვას ოკუპაციის მუზეუმში საქართველოს თავდაცვის მინისტრი და საქართველოს პირველი მთავრობის მეთაურის, ნოე ჟორდანიას შთამომავლები და იუნკერების ოჯახის წევრები ესწრებიან.