"მიუხედავად მსხვერპლისა, ვფიქრობ, რომ ჩვენი ყოფნა ავღანეთში გამართლებულია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "პირველი კავკასიური არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში ავღანეთში ქართველი სამხედროს დაღუპვის ფაქტის კომენტირებისას და კითხვაზე პასუხის გაცემისას, გამართლებულია, თუ არა ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტიგენტის ყოფნა.
"ჩემთვის თითოეული მსხვერპლი პირადი ტრაგედიაა, მაგრამ მე პირად ემოციებზე მაღლა უნდა დავდგე და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედო. საქართველო აუცილებლად იქნება ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ალიანსის წევრი და იმის მიხედვით, რომ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობა იზრდება და მისი მაგალითი ირგვლივ მდებარე მთელი რიგი ქვეყნებისთვის სულ უფრო მიმზიდველი და საინტერესო ხდება, მიმაჩნია, რომ ყველა დანარჩენი საკითხი გადაწყდება", _ განაცხადა სააკაშვილმა.