"ქრისტიან-დემოკრატები" პარლამენტში გარემოს დაცვის მინისტრის გოგა ხაჩიძის არგამოცხადებას აპროტესტებენ. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.
უმცირესობის ლიდერმა მოითხოვა, მთავრობამ აუხსნას პარლამენტს, რას ემსახურება მათ მიერ გატარებული უშინაარსო პოლიტიკა ერთი ადამიანისთვის მინისტრის ადგილის შენარჩუნებას.
"ერთი კვირაა პარლამენტში მიმდინარეობს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხის განხილვა, მინისტრი ხაჩიძე კი მონაწილეობას არ ღებულობის განხილვაში, მაშინ, როდესაც ეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისი თქმით, კარგი იქნება, თუ მინისტრი გააცნობს მათ, რა უნდა ამ მთავრობაში, რას აკეთებდა ამ ხნის განმავლობაში და რის გაკეთებას გეგმავს მომავალში.