მთავრობა "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ფინასური ხარჯების წარდგენას ითხოვს.
როგორც დღეს, პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენის დროს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა აღნიშნა, მისი მიღება დამატებით თანხების გამოყოფის აუცილებლობას გამოიწვეს.
მისივე თქმით, აღნიშნულის გათვალისწინებით მთავრობა საგრეო საქმეთა საპარლამენო კომიტეტის აღნიშნული თანხების დათვლას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონპროექტის შეჩერებას მოითხოვს.
"დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილების მიხედვით, მოხდება საქმეთა რწმუნებულისა და საქმეთა რწმუნებულის აპარატის ინსტიტუტის შემოღება, ასევე კანონით განსაზღვრული დიპლომატიური წარმომადგენლობის ჩამონათვალს საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის პარალელურად დაემატება საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობაც.
ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის, საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მოადგილის, საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობის მოადგილის თანამდებობა უფროსი დიპლომატიური თანამდებობის კატეგორიებს მიეკუთვნებოდა, ხოლო წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად აღნიშნული თანამდებობები განისაზღვრება, როგორც უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობა, ხოლო უფროსი დიპლომატიურ თანამდებობებს დაემატება მინისტრის სამდივნოს უფროსის თანამდებობა.