სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - საქართველოს ერთი პიროვნება არ მართავს. აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "პირველი კავკასიური არხისათვის" მიცემულ ინტერვიუში.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - საქართველოს ერთი პიროვნება კი არ მართავს მათ შორის მე როგორც პრეზიდენტი, არამედ მართავს იდეოლოგია და მართავს რეფორმატორების ჯგუფი, რომელიც გამუდმებით ეკითხება ხალხს თუ რა უნდა გავაკეთოთ - ანუ მათი მეშვეობით მართავს ხალხი", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ იგი თავისუფლებისკენ და უკეთესი ცხოვრებისკენ ისწრაფვის.