კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს.
შსს-ის ინფორმაციით, 34 წლის კობა შათირიშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერადი გასროლით, სხეულზე მძიმე დაზიანებები მიაყენა ზურაბ მებაღიშვილს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
კახეთის სამხარეო პოლიციამ, ბრალდებული, შემთხვევიდან მესამე დღეს დააკავა. ამოღებულია მკვლელობის იარაღი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.