ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დავა კერძო პირის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
სასამართლომ აპელანტის საჩივარი დასაბუთებულად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის შუამდგომლობა მეწარმის დაყადაღებული ქონების რეალიზაციაზე.
"რამდენადაც ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ ინდ.მეწარმის საჩივარი საგადასახადო მოთხოვნის გადახედვის თაობაზე განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდ.მეწარმის მიერ საგადასახადო დავალიანება აღიარებული არ ყოფილა. შესაბამისად, მისი დაყადაღებული ქონება რეალიზებას არ ექვემდებარება", - განაცხადა სასამართლო გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას სპიკერ-მოსამართლე მარინე იმერლიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დაკისრებული 11 299 ლარის დავალიანება მერკვილაძემ ჯერ ზესტაფონის რაიონულ, შემდეგ კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.