ესპანეთში კიდევ რამდენიმე ქართველი დააკავეს.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ამჯერად დაკავებულებს ძარცვა და სექსუალური ძალადობა ბრალდებათ.
საქართველოს 6 მოქალაქის აყვანა რამდენიმე დღის წინ, სპეცოპერაციის შედეგად მოხდა.
არსებული ცნობით, მათი უკანონო საქმიანობის შესახებ ესპანურმა სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება გასული წლის სექტემბერში დაიწყეს.