„ლელოს“ წევრი არ ვარ, მხოლოდ ერთადერთი პარტიის წევრი ვარ - „მოქალაქეების“. ჩემზე ლაპარაკს და ტყუილების თქმას მორჩი, თორემ „ამოვგლიჯავ ენას“, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების” დეპუტატისა და საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი პარტიის წარმომადგენელს, არჩილ გორდულაძეს, რომელმაც სასამართლო განხილვისას, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას, ალეკო ელისაშვილი ტერორისტად მოიხსენია და „ლელო-ძლიერ საქართველოს“ შეახსენა, რომ პარტია ალეკო ელისაშვილის ქმედებას არ გამიჯვნია.
„გორდულაძე რომ არის, ახალი უცნაური პერსონაჟი, გამოვიდა „ლელოს“ წევრი ელისაშვილი, ცეცხლს უკიდებდა სასამართლოს და ტერორისტული აქტი ჩაიდინაო. არასოდეს არ ვყოფილვარ „ლელოს“ წევრი და არც ვარ. საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გამოდის და ასეთ ტყუილს იძახის.
„ლელოს“ წევრი არ ვარ, მხოლოდ ერთადერთი პარტიის წევრი ვარ - „მოქალაქეების“. ჩემზე ლაპარაკს და ტყუილების თქმას მორჩი, თორემ „ამოვგლიჯავ ენას“ [არჩილ გორდულაძეს], ხომ არ გონია, 13 წელი ვიქნები [ციხეში]. ჩემი სახელი და გვარი არ ახსენოს არასოდეს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე, განცხადების გაკეთების დროს. ["ტვ პირველი"]