სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში სამედიცინო დეპარტამენტი შეიქმნა. მის ხელმძღვანელდ მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს დავით ასათიანი წარადგინა.
სამინისტროს ცნობით, დავით ასათიანი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო სისტემაში წლების განმავლობაში მუშაობდა. ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე კი ის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი იყო.
შაშკინი აღნიშნული დეპარტამენტის ახალ უფროსს "ყველაზე გამოცდილ სპეციალისტად" და "პროფესიონალად" ახასიათებს.