სამართალადამცავებმა "კუს ტბის" კომპლექსის მფლობელი დააკავეს. ბესო ხარძიანს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინსაწარი ორთვიანი პატიმრობა უკვე შეეფარდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, კუს ტბის კომპლექსის მფლობელს ნარკოდანაშაული ჰბრალდება.
"მას ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და მისი ანალოგის უკანონო დამზადება-წარმოებას, შეძენა-შენახვასა და გადაზიდვა-გასაღებას ეხება", - აცხადებენ საქალაქო სასამართლოში.
დანაშაული 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.