უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოსლოში ჩავიდა, სადაც უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ამის შესახებ ნორვეგიის საზოგადოებრივი მაუწყებელი NRK იუწყება.
ნორვეგიის დედაქალაქში ასევე ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
მხარეები უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ. მოლაპარაკებების მიზანია, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხზე დიპლომატიური ძალისხმევა უფრო კონსტრუქციულ მიმართულებას დაუბრუნდეს.