ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ბრიტანეთის ელჩის, გარეთ უორდი, გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი და საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო ესწრებიან.
ოპოზიციის მხრიდან შეხვედრას ესწრება: ბადრი ჯაფარიძე („ლელო – ძლიერი საქართველო), ირაკლი ფავლენიშვილი („ნაციონალური მოძრაობა“), გიგა ბოკერია („ფედერალისტები“), ნიკა გვარამია („კოალიცია ცვლილებებისთვის“)
შეხვედრის თემა ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელია.