"თავისუფალი უნივერსიტეტის" პროფესორებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთი მათგანის დაჭრით დასრულდა. ინფორმაციას ტელეკომპანია " რეალ TV " ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, უნივერსიტეტის პროფესორმა ავთანდილ აჩელაშვილმა კოლეგა გიორგი ჯორჯაძე სახისა და თავის არეში დანით, მძიმედ დაჭრა.
შემთხვევა უნივერსიტეტში ლექციების მიმდინარეობის დროს მოხდა. ინციდენტის შემდეგ დაშავებული ჯორჯაძე სასწრაფო სამედიცინო მანქანით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.