სულ მალე გამოჩნდება ჩემი AI ავატარი. სწორედ ასეთი ავატარის მეშვეობით დაამარცხა ციხიდან ბრაზილიაში ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოაო ბოლსონარომ, მოქმედი პრეზიდენტი ლულა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს „ფეისბუქზე“ წერს.
მისი თქმით, დასანანია, რომ მედიასაშუალებები მის გამოსვლას სასამართლოზე ეთერში არ უშვებენ.
„ქართულმა „ოპო არხებმა" არ ჩათვალეს საჭიროდ. „სასამართლოზე" ჩემი გამოსვლის ვიდეოს ჩვენება, უმნიშვნელოდ მიიჩნიეს. ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა სხვანაირად და მხოლოდ ჩემს გვერდზე ამ გამოსვლას მილიონზე ბევრად მეტი ნახვა აქვს. მილიონ 300 ათასი, რაც ნებისმიერი ქართული არხის, ყველა ძირითად ვიდეოს ერთად აღებულის ერთთვიან მაჩვენებელს აღემატება.
მე ამას სინანულით ვამბობ, ვინაიდან მწყინს არა ჩემი არ ჩვენება (ხალხი მაინც მნახულობს), არამედ ოპოზიციური არხების რეიტინგების ვარდნა, ჩემი არ ჩვენების გამო და მეცოცხე ინაშვილის და ასევე ყოფილი ბობოლა „ქოცების“ გაფეტიშებით. თან სულ მალე გამოჩნდება ჩემი AI ავატარი. სწორედ ასეთი ავატარის მეშვეობით დაამარცხა ციხიდან ბრაზილიაში ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოაო ბოლსონარომ მოქმედი პრეზიდენტი ლულა. როგორც AI-ში გადავალ, სხვა არხებს შეიძლება საერთოდ აღარ შეხედონ და რა ვიცი, იქნებ გეფიქრათ ამაზე!“- წერს სააკაშვილი.