ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცი - კაპრალი გიორგი ავალიანი საკუთარ სოფელშია გადასვენებული.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაღუპული კაპრალის ცხედარი საქართველოში წუხელ ღამით ჩამოასვენეს.
"დაღუპული სამხედრო საქართველოში უკვე ჩამოსვენებულია. ის ვანის რაიონშია გადასვენებული, საიდანაც წარმოშობით იყო", - განმარტეს სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ავალიანი 22 თებერვალს, სამშვიდობო მისიის შესრულებისას ნაღმზე აფეთქდა. ის 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში ISAF -ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა.
აფეთქების შედეგად ასევე დაიჭრნენ კაპრალი ნიკოლოზ დეისაძე და კაპრალი ედნარ აბულაძე. ისინი გადაყვანილი არიან სამხედრო ჰოსპიტალში.