პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა
ტუსკის თქმით, ზელენსკისთან საუბრის შემდეგ ეჭვი აღარ ეპარება, რომ უკრაინასა და მის პრეზიდენტს რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში ვერაფერი გატეხს.
„დღეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ვერაფერი და ვერავინ გატეხს უკრაინასა და მის პრეზიდენტს რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში. დავარწმუნე ის, რომ უკრაინელ ხალხს შეუძლია, პოლონეთისა და ევროპის სრული სოლიდარობის იმედი ჰქონდეს“, - წერს პოლონეთის მთავრობის მეთაური X-ზე.