მილანის "ინტერმა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. პირველი ტაიმი უგოლო ფრით დამთავრდა. ერთადერთი გოლი შეხვედრის 90-ე წუთზე გავიდა. არიენ რობენის დარტყმული მილანელთა მეკარე ჟულიო სეზარმა ცუდად მოიგერია, დამატებაზე კი ყველას მარიო გომესმა დაასწრო და "ბაიერნს" მოაგებინა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ინტერმა" "ბაიერნი" 2:0 დაამარცხა.
გუშინ გამართულ მეორე მერვედფინალურ მატჩში "მარსელმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა. შეხვედრა 0:0 დასრულდა, რითაც განმეორებითი მატჩისთვის გარკვეული უპირატესობა ფერგიუსონის კლუბმა მოიპოვა.
მერვედფინალის განმეორებითი შეხვედრა ორ კვირაში გაიმართება.