უკრაინა რუსეთის ესკალაციის მორიგ ტალღაზე პასუხს ამზადებს და პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემებისა და F-16-ებისთვის საჭირო საბრძოლო მასალის მისაღებად მუშაობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ოლექსანდრ პოკლადისა და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პავლო პალისას ანგარიშები მოისმინა.
„პირველი: ვამზადებთ ჩვენს პასუხებს რუსეთის ესკალაციის ამ ტალღაზე. მეორე: ყველა ხელმისაწვდომი არხის მეშვეობით ვმუშაობთ პარტნიორებთან, რომლებსაც შეუძლიათ უკრაინას დამატებითი მხარდაჭერა გაუწიონ საჰაერო თავდაცვის პაკეტებისა და F-16-ებისთვის საჭირო საბრძოლო მასალის სახით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინა ასევე აგრძელებს ფრონტზე საბრძოლო კორპუსებისა და ბრიგადების მეთაურების მოთხოვნების შესრულებას, რომლებიც მათ ფრონტზე გამართული შეხვედრების დროს გააჟღერეს.