მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ოქტომბერს, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმების ფონზე, ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაუდგენელი საფრენი აპარატი დაფიქსირდა.
ინციდენტი 20:04 საათზე, დასახლება პერვომაისკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ერთი წუთის შემდეგ საფრენმა აპარატმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დატოვა და უკრაინის ოდესის ოლქის დასახლება ლიმანსკოეს მიმართულებით გაემართა.
მოლდოვის ხელისუფლებას ამ ეტაპზე არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის საფრენ აპარატზეა საუბარი.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო ოპერაციების სამსახური პარტნიორებთან თანამშრომლობით საჰაერო სივრცის მონიტორინგს აგრძელებს.
მოლდოვის ხელისუფლება ასევე უკრაინის საზღვარზე საგუშაგოებთან დამცავი ზონების შექმნას გეგმავს, სადაც შესაძლო დრონებით თავდასხმების შემთხვევაში სასაზღვრო პუნქტების თანამშრომლები და მოქალაქეები თავის შესფარებას შეძლებენ.