ამ წუთებში ტელეკომპანია "იმედის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ლუბლიანას ქ. #5-ში სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
ცოტა ხნის წინ ტერაქტების მოწყობაში ბრალდებით დაკავებულმა გოგიტა არქანიამ გამოძიებას მისცა ჩვენება, რომ ტელეკომპანია იმედთან ჩადებული იყო ასაფეთქებელი ნაღმები.
სამართალდაცავებმა აღნიშნული ჩვენების საფუძველზე გადაკეტეს ტელეკომპანია იმედის შენობის მიმდებარე პერიმეტრი. აღმოჩენილია ნაღმები, რომელიც მოქმედაბაში არ იყო მოყვანილი.