მოსკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ანდრეი ვორობიოვი ავრცელებს.
ვორობიოვის განცხადებით, საჰაერო თავდაცვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით 16 მუნიციპალიტეტში 185 დრონი გაანადგურეს ან ჩაახშვეს.
ვორობიოვის თქმით, სოლნეჩნოგორსკის ოლქის სოფელ რადუმლიაში თავდასხმის შედეგად 20 წლის კაცი დაიღუპა.
მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დასახლებაში დაზიანდა ან დაინგრა 12 კერძო სახლი, ასევე სამეურნეო ნაგებობები და ორი ავტომობილი. ექვსი ადამიანი დაშავდა.
უკრაინის მხარეს მასირებულ თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებებიდან კი ირკვევა, რომ დღის დასაწყისიდან მოსკოვის მიმართულებით 100-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს.