ლეიბორისტები ხელისუფლებისგან ჯანდაცვის სფეროში რეფორმების განხორციელებას ითხოვენ.
აღნიშნული მოთხოვნით ლეიბორუსტული პარტიის წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სამინისტროსტან საპროტესტო აქცია გამართეს.
"მოვითხოვთ სააკაშვილისაგან იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც ეხებოდა 100 საავადმყოფოს და რომელმაც ჩაილურის წყალი დალია. ვითხოვთ ასევე სხვა სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის გარანტიებს", _ განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ.