დღეს, 24 თებერვალს, 16:00 საათზე, ასოციაცია "სამართალი და თავისუფლების'' ოფისში (ჯ. კახიძის 7) პრესკონფერენცია გაიმართება.
ასოციაცია ''სამართალი და თავისუფლება'' გამოდის ინიციატივით, ''სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონში განხორციელდეს ცვლილება და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევი პირების ასაკი 18 წლიდან გაიზარდოს 20 წლამდე.
"ახალგაზრდები სკოლას ამთავრებენ 18 წლის ასაკში და მაშინვე ხდებიან სამხედრო ვალდებულნი, ეს კი ეწინააღმდეგება მათ განათლების უფლებას. არასწორია 18 ან 19 წლის აბიტურიენტის სამხედრო სამსახურში გაწვევა, როდესაც ის ემზადება უმაღლესი განათლების მისაღებად. ერთწლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, მას ხელახლა მოუწევს მოემზადოს იმ ძირითად საგნებში, რომელთა ჩაბარებაც აუცილებელია უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად", _ აცხადებენ ასოციაციის წარმომადგენლები.
მათი განცხადებით, სამართლიანი იქნება, არ შეიზღუდოს ახალგაზრდების განათლების უფლება და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა ასაკის ქვედა ზღვარი 18-იდან 20 წლამდე გაიზარდოს.