დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა.
დიდმა ბრიტანეთმა კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილე პირებს, მათ შორის საქართველოს 4 მოქალაქეს სანქციები დაუწესა, - ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
სანქციების სამიზნეებს შორის არიან უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების წამებაში ჩართული პირები, რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემები და კრემლის დეზინფორმაციულ ქსელებთან დაკავშირებული ადამიანები.
„დღევანდელი პაკეტი მოიცავს შვიდ ფიზიკურ პირს, მათ შორის საქართველოს ოთხ მოქალაქეს, რომლებიც კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობენ, დაწყებული რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის ლეგიტიმაციით და დამთავრებული ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ დანიშნულ ხელისუფლებაში მსახურებით“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
სანქციების სიაში მოხვდნენ: ნიკოლოზ მჟავანაძე, გიორგი ირემაძე, მამუკა ფიფია და პაატა აბულაძე.