14 წლის შემდეგ, ჩვენი თვალით დანახული 1-ელი ოქტომბერი გამოიყურება ისე სამწუხაროდ, როგორც იყო 14 წლის უკან, - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ განაცხადა.
„14 წლის შემდეგ, ჩვენი თვალით დანახული 1-ელი ოქტომბერი გამოიყურება ისე სამწუხაროდ, როგორც იყო 14 წლის უკან. 14 წლისთავზე ვინ იფიქრებდა, რომ ქართული საპატიმროები ისევ ისე იქნებოდა გადავსებული პოლიტიკური პატიმრებით, როგორც ეს იყო 2012 წელს. 14 წლის წინ, როდესაც ქართველი ხალხი დაუდგა და ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ განსხვავებული აზრის გამო პატიმრების აკრძალავდნენ და ახალგაზრდებს დაიჭერდნენ.
14 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ მაშინ, როდესაც ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო ქართული მიწის დაცვა, დღეს არათუ იცავენ ქართულ მიწებს, არამედ ყიდიან არაბებზე. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 14 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ დაემსგავსებოდა კორუმპირებული მექრთამეების პარტიას, რომელთანაც საუბრის სურვილი ჩვენს პარტნიორებს არ ექნებოდათ. სამწუხაროდ, იმედები ვერ გაამართლეს და სულ სხვა მოცემულობა მივიღეთ, ის მოცემულობა, რისთვისაც ხალხმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, ძალადობის წინააღმდეგ, განსხვავებული აზრის დახშობის წინააღმდეგ და ა.შ. იგივეს გაკეთება დაიწყო დღეს „ოცნებამ“.
ზუსტად ხუთი წლის წინ, პირველ ოქტომბერს, ირაკლი ღარიბაშვილი იყო ლილუაშვილთან ერთად, როდესაც გამობრძანდნენ და საქართველოს მიულოცეს ცხრა წლის ბედნიერებით ცხოვრება, ბიძინაობა და სააკაშვილის დაპატიმრება. დღეს თავად სხედან ციხეში და საინტერესოა, რა აზრზე არიან, ისევ ისე ფიქრობენ, როგორც მაშინ?!“ - განაცხადა კერესელიძემ.
ამასთან, კერესელიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანით, „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წლის არჩევნებში მაღალი პროცენტის მიღება შეძლო და „ოცნების“ ადგილას, „ნაციონალურ მოძრაობას“ „ამ პატივისცემას დაუფასებდა“.
"2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნების დროს საქართველოში მიშა სააკაშვილი როცა ჩამოიყვანეს, მისი ჩამოყვანით „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში საკმაოდ მაღალი პროცენტის მიღება შეძლო – იმაზე მეტის, ვიდრე მას ეკუთვნოდა. ამაში პირადად სააკაშვილს მიუძღვის დიდი წვლილი. აქედან გამომდინარე, „ოცნების“ ადგილზე რომ ვიყო, ამ პატივისცემას დავუფასებდი“, – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.