საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა თანამდებობაზე 2012 წლამდე დარჩება.
კლუბის პრეზიდენტ სანდრო როსელის თქმით, კონტრაქტს ხელი დღეს დილით მოეწერა.
გვარდიოლა "ბარსას" მთავარი მწვრთნელი 2008 წლიდანაა. მისი დანიშვნის შემდეგ, კატალონიურმა კლუბმა 8 ტიტული მოიგო.
ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატში "რეალს" 5 ქულით უსწრებს, გასულია ესპანეთის სამეფო თასის ფინალში, სადაც "სამეფო კლუბს" დაუპირისპირდება და ასევე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, სადაც პირველ მატჩში სტუმრად ლონდონის "არსენალთან" 2:1 დამარცხდა.