ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემის განცხადებით, არსებობს ძლიერი ნიშნები, რომ ირანი ბრიტანეთის სამხედრო ავიაბაზა RAF Fairford-ის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტთან კავშირშია.
„არსებობს ძლიერი ნიშნები, რომ ირანმა გარკვეული როლი ითამაშა RAF Fairford-თან მომხდარ მოვლენებში, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ჯერ კიდევ მიმდინარე, რთული და სერიოზული პოლიციური გამოძიებაა“,- განაცხადა ბერნემმა BBC-სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, ბრიტანეთის ხელისუფლება გამოძიების ფარგლებში ამერიკელ კოლეგებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.
ბერნემის განცხადებამდე ერთი დღით ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ Fairford-ის ინციდენტში „უცხოელი აქტორი“ იკვეთებოდა, თუმცა კონკრეტულად რომელ ქვეყანაზე საუბრობდა, არ დაუკონკრეტებია.
RAF Fairford-თან მომხდარი ინციდენტის გამო 27 სექტემბერს ხუთი ბრიტანელი დააკავეს. ისინი თავდაპირველად ასაფეთქებელ მოწყობილობასთან დაკავშირებული დანაშაულის, მოგვიანებით კი ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით დააკავეს. ხუთივე მათგანი გირაოთი გაათავისუფლეს, თუმცა გამოძიება გრძელდება.
ბრიტანელმა სამართალდამცველებმა სამი ფურგონი შეამოწმეს და მათში ბენზინი აღმოაჩინეს, თუმცა ასაფეთქებელი მოწყობილობა არ უპოვიათ. გამოძიება ასევე განიხილავს უცხო სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქმედი პირების შესაძლო ჩართულობას.
ირანის ხელისუფლებამ ბრიტანეთის სამხედრო ბაზასთან მომხდარ ინციდენთან რაიმე კავშირი უარყო.