უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები მიიღო.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული ღამის თავდასხმის დროს ნასროლი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება შეძლეს.
ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის მადლობა გადაუხადა უკრაინის პარტნიორებს - აშშ-სა და ნორვეგიას, რომლებიც უკრაინას NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემითა და მისთვის განკუთვნილი რაკეტების პაკეტით დაეხმარნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა საფრანგეთსა და გერმანიას ბოლო დღეებში უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, მათ შორის რაკეტების მიწოდებისთვის.
„რუსეთის ყოველდღიური ესკალაციის ფონზე მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლის დაცვამ მუდმივი მხარდაჭერა მიიღოს და ასეთი პაკეტები მომავალშიც მიეწოდოს უკრაინას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის ბოლო თავდასხმის შედეგად დაზიანდა სადგურის დეპო, ბიზნესცენტრები და საცხოვრებელი სახლები.
ზელენსკის ინფორმაციით, ოდესის ოლქში დაზიანდა სასწავლო დაწესებულება, საერთო საცხოვრებელი და ორი უცხოური გემი.