ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალმატში 85 წლის ქალი მოკლეს. ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, თავდამსხმელი მარტოხელა ქალთან სახლში გვიან, ღამით შეიჭრა და თანხას ითხოვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა თანხა ვერ იპოვა, რის შემდეგაც ქალი მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდა.
ამასთან, დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა ქალი გააუპატიურა და მისგან ფულის გამოძალვას ცდილობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.