2026 წელს თავი მოიკლა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსმა, სიმონ წაქაძემ; 2026 წელს სუს-ის თანამშრომელმა ხაშურში თავი მოიკლა, 2025 წელს ჩაქვში სუს-ის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, კიდევ ერთმა სუს-ის შენობაში, 2026 წელს გაურკვეველ ვითარებაში გლდანის ციხის ყოფილმა უფროსმა დავით გოგიბერიშვილმა მოიკლა თავი, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან სუს-ის თანამშრომლებს მიმართა და განაცხადა, რომ მათი პასუხისმგებლობაა, დუმილი თანამშრომლების ,,გაურკვეველ მკვლელობებზე”.
"ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ საქართველოს მოუტანა ნარკოტიკები და ნარკოტიკებ შეწირული ახალგაზრდები, მოუტანა კრიმინალი და ქუჩაში ჩაცხრილული 17-18 წლის გოგო-ბიჭები. მოუტანა მკვლელობები და გაურკვეველი თვითმკვლელობები. ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ სისიტემასი საქართველოს მოქლაქეეებს ეშინიათ არა მხოლოდ ქუჩაში გამეფებული კრიმინალის არამედ იმ სახელმწიფო ინსტიტუტებისაც, რომლებიც წესით საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას უნდა იცავდეს. და მაშინ როდესაც სუსის უფროსები პანტა-პუნტა იცვლებიან, ბიძინა ივანიშვლის პირადი ინტერესების სასარგებლოდ სუსის თანამშრომლები თავს იკლავენ. 2026 წელს თავი მოიკლა სუსის ანტიკორუფციული სააააგნეტოს უფრსომა სიმონ წაქაძემ, 2026 წელს თავი მოიკლა სუსის თანამშრომელმა ხაშურსი. 2025 წელს თავი მოიკლა ჩაქვში, სუსის თანამშრომელმა კიდევ ერთმა აი ამ შენობაში მოიკლა თავი. 2026 წელს გაურკვეველ ვითარებაში თავი მოიკლა გლდანის ციხის ყოფილმა უფროსმა დავით გოგიბერიშვილმა და აქ ჩნდება მთავარი კითხვა რა ხდება აი ამ დახურულ სისტემაში და შენობაში ისეთი, რომ ადამიანები თავს იკლავენ, რა ბინძურ დავალებებს აძლევთ მათ ბიძინა ივანიშვილი, რომ ადამიანები ვერ უძლებენ და თვითმკვლელობამდე მიდიან. სუსის განცხადება ერთ-ერთ თანამშრომელზე, რომ ის თავი ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ დეპრესიას განიცდიდა და ამიტომ მოიკლა თავი, არის სუსის თითოეული თანამშრომლის დაცინვა და საზოგადოების დაცინვა. მე მინდა მივმართო სუსის თანამშრომლებს ამ შენობაში თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქეები, თქვენი დუმილი და თქვენი მონაწილეობა კოდორის სპეცოპერაციის მონაწილეების ლიკვიდაციაში თითოული თქვენთაგანის პასუხისმგებლობაა. თქვენი პასუხისმგბელობააა თქვენი დუმილი, თქვენი თანამშრომლების გაურკვეველ მკვლელობაზე. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თქვენი პროფესიული ღირსება წაგართვათ და საკუთარი პირადი ინტერესების მსახურებად გაქციათ. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი კლავს. კლავს თქვენს მეგობრებს, თქვენ თანამშრომლებს, საქართველოს მოქალაქეებს და თქვენი დუმილი ამ ყველაფრის ხელშეწყობაა", - განაცხადა წითლიძემ.