მსოფლიოში ცნობილი მოდელის, სინდი კროუფორდის ვაჟი, მოდელი პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლოს-ანჯელესის სამედიცინო ექსპერტიზის ანგარიშის მიხედვით, სინდი კროუფორდისა და რენდ გერბერის ვაჟი სარეაბილიტაციო დაწესებულებაში გარდაიცვალა. სხვა დეტალები უცნობია.
CNN ოჯახის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ "ოჯახი ასეთ მტკივნეულ დროს საზოგადოებას მათი პირადი სივრცის პატივისცემისკენ მოუწოდებს".
პრესლი გერბერი წარსულში თანამშრომლობდა ისეთ ცნობილი მოდის სახლებთან, როგორიცაა Moschino, Dolce & Gabbana და Calvin Klein.
გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ნარკოტიკებთან ბრძოლის შესახებ. მან მკურნალობის კურსი გაიარა 2019 წელს მას შემდეგ, რაც ავტომანქანის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვის გამო ბრალდება წაუყენეს.