უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა მოსკოვის ოლქზე რაკეტებით იერიში, რომლის სამიზნე იყო კრემლიდან 15 კილომეტრში მდებარე კაპოტნიის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
მისი თქმით, კიევმა პირველად გამოიყენა „პელიკანის“ ტაქტიკური რაკეტები.
„მიზანში ამოვიღეთ ნავთობის მრეწველობისა და ლოჯისტიკის მნიშვნელოვანი ობიექტი. საუბარია მილიარდობით დოლარზე, რომელიც სამხედრო მანქანას ასაზრდოებს. გამოყენებულ რაკეტებს შორის იყო „ვენდეტა“, „ფლამინგო“, „პელიკანი“ და სხვა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოპერაციაში მონაწილეობდნენ უშიშროების სამსახური, უპილოტო სისტემების ძალები, სპეციალური ოპერაციების ძალები, თავდაცვის სადაზვერვო სამმართველო და საგარეო სადაზვერვო სამსახური.
როგორც ცნობილია, „პელიკანის“ მოქმედების რადიუსი 200 კილომეტრამდეა.
მოსკოვი არ ადასტურებს უკრაინის მიერ შორს მოქმედი რაკეტების გამოყენებას.