ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკალათბურთო ლიგის მესამე დივიზიონში, "კალტეჩის" მამაკაცთა საკალათბურთო გუნდმა 26 წლიანი მოუგებელი სერიის შემდეგ პირველად გაიმარჯვა.
სეზონის ბოლო მატჩში მათ "ოქსიდენტალი" დაამარცხეს ანგარიშით 46-45.
"კელტეჩს" ბოლო გამარჯვება 1985 წლის 23 იანვარს ჰქონდა მოპოვებული. გუშინდელ გამარჯვებამდე გუნდს ზედიზედ 310 მატჩი ჰქონდა წაგებული.