არც გრიგოლ ლილუაშვილს და არც არავის "ქართული ოცნების" წინააღმდეგ არაფერი მაკომპრომეტირებელი არ აქვს, ვერ ექნება, იმიტომ რომ ბუნებაში მსგავსი რამ არ არსებობს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თორნიკე ფაღავამ განაცხადა. მან უპასუხა კითხვას ელის თუ არა მმართველი გუნდი, პატიმრობაში მყოფი სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის მხრიდან დუმილის დარღვევას.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება" საზოგადოების წინაშე პირნათელია და აქედან გამომდინარე, პარტიაში, ამ მიმართულებით, ახალს არაფერს ელიან.
„ის ფაქტი, რომ ხელისუფლებაში ყოფნიდან 13 წლისთავზე, „ქართული ოცნების" გუნდს და პოლიტიკურ „ლიდერშიფს" შესწვეს ძალა, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ თანამდებობას იკავებდა წარსულში ადამიანი, სამართლის წინაშე წარდგეს, ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნების" გუნდს და პოლიტიკურ „ლიდერშიფს" არც არაფრის ეშინია. ჩვენ ვართ პირნათელი ქართული საზოგადოების წინაშე, აქედან გამომდინარე, ახალს არაფერს ველით.
რაც შეეხება ღარიბაშვილის წერილებს - საზოგადოებამ კარგად იხილა, რომ ეს იყო მორიგი ქარიშხალი ჭიქაში და ვერაფერი ხელჩასაჭიდი ვერ იპოვეს ვერც "რადიკალურმა ოპოზიციამ" და ვერ ოპოზიციურად განწყობილმა მედიებმა," - განაცხადა ფაღავამ.
კითხვაზე, „ვერც ლილუაშვილს ექნება ვერაფერი ხელჩასაჭიდი?", დეპუტატი პასუხობს: "დარწმუნებული ვარ".