დაკავებული ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, ელიზბარაშვილს მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია შეეზღუდა.
„ახლახან დამიკავშირდა გამოძიება, მითხრეს, რომ მოხდა ტექნიკური შეცდომა, თამაზ ელიზბარაშვილს შეეზღუდა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია! შესაბამისი დადგენილებაც გადმომეგზავნა“, - წერს ადვოკატი.
მანამდე ადვოკატმა განაცხადა, რომ ელიზბარაშვილს გამომძიებლის დადგენილებით „გარე სამყაროსთან კომუნიკაცია“ აეკრძალა.