პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი 11 სექტემბერს კიევში ჩავიდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა და უკრაინის დედაქალაქის ცენტრალური სადგურიდან ფოტო გამოაქვეყნა.
„კარგი დღე კიევიდან“, - წერს სიკორსკი.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მაციეი ვევიურის განცხადებით, სიკორსკის ვიზიტი უკრაინის მხარდაჭერის ჟესტია.
„ეს არის ბრძოლაში მყოფი უკრაინის მხარდაჭერის გამოხატულება. რაც უფრო ძლიერად უტევს რუსეთი, მით უფრო მეტად არის საჭირო უკრაინის მხარდაჭერა“, - განაცხადა ვევიურმა.