2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 17 509 ბავშვი დაიბადა, ხოლო 22 224 ადამიანი გარდაიცვალა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ბუნებრივმა მატების მაჩვენებელი უარყოფითია და -4 715-ს შეადგინა.
ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ თბილისში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა.
თბილისში დაბადებულთა რაოდენობამ გარდაცვლილთა რაოდენობას 424-ით, აჭარაში კი 330-ით გადააჭარბა.
ყველაზე დიდი უარყოფითი ბუნებრივი მატება იმერეთში დაფიქსირდა, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულთა რაოდენობას 1 626-ით გადააჭარბა. შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი 1 134-ით, კახეთი 791-ით, გურია 384-ით და შიდა ქართლი 582-ით.
რაც შეეხება დაბადებულთა სტატისტიკას რეგიონების მიხედვით, ასე გამოიყურება:
- თბილისი - 6 889
- აჭარა - 2 061
- იმერეთი - 1 985
- ქვემო ქართლი - 1 982
- კახეთი - 1 165
- სამეგრელო და ზემო სვანეთი - 1 043
- შიდა ქართლი - 992
- სამცხე-ჯავახეთი - 621
- გურია - 352
- მცხეთა-მთიანეთი - 343
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 76
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 10 006 ქორწინება და 6 095 განქორწინება დარეგისტრირდა. დემოგრაფიული მაჩვენებლების დაზუსტებული მონაცემები 2027 წლის მარტის ბოლოს გამოქვეყნდება.