ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის ამერიკული წარმოების Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტებისშესაძენად 3.2 მილიარდევროს გამოყოფენ.ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
თანხა უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 90-მილიარდიანი საკრედიტო პაკეტის ფარგლებში იქნება გათვალისწინებული.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინისთვის ამ შესყიდვაზე გამონაკლისის დაშვებას მხარი დაუჭირეს.
„ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად მივესალმები წევრი სახელმწიფოების შეთანხმებას უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვებაზე, რათა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქციის შეძენა მოხდეს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, უკრაინისთვის 3.2 მილიარდი ევროს გამოყოფის მოსამზადებელი სამუშაოები კვირის ბოლომდე დასრულდება.
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ეს ტრანში უკრაინას საშუალებას მისცემს, „უკეთ დაიცვას თავისი ცა რუსეთის განურჩეველი თავდასხმებისგან“.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ეს თანხა ემატება 8.4 მილიარდ ევროს, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის საკრედიტო პროგრამის ფარგლებში უკვე გაიცა, მათ შორის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.